კომაროვის სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა შესარჩევი გამოცდა!

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიხედვით, ვ. კომაროვის სახელობის თბილისის N199-ე და ქუთაისის ა. რაზმაძის სახელობის N41-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლებში, მე-7 კლასში ჩარიცხვის მსურველთათვის რეგისტრაცია დასრულებულია. მათთვის, ვინც რეგისტრაცია წარმატებით გაიარა:

ტესტირება მათემატიკაში ჩატარდება 2017 წლის 16 ივლისს შემდეგ საგამოცდო ცენტრებში:

ქ. თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის შენობაში
(მისამართი: კოსტავას №77);

ქ. ქუთაისში, ანდრია რაზმაძის № 41 ფიზიკა-მათემატიკურ საჯარო სკოლაში
(მისამართი: რუსთაველის ქ. № 127).

მოსწავლეები საგამოცდო ცენტრთან 13:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან იმ სკოლის ბეჭდითა და სკოლის დირექტორის მიერ დამოწმებული ცნობა, რომელშიც დაასრულა დაწყებითი საფეხური. ცნობაში მოცემული უნდა იყოს მოსწავლის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

მე-6 კლასის საგამოცდო პროგრამა

ტესტური დავალებების მომზადებასა და გამოცდის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდებისეროვნული ცენტრი.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს: www.naec.ge

კომაროვის სკოლა წარმატებებს გისურვებთ! 


ზემოთ